თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისი მარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22
ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება:
• გორგასლის ქუჩაზე კრწანისის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით
• კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფ. ლესელიძის ქუჩა)
• თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე
• მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი)
• გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე
• მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე
• წინამძღვრიშვილის ქუჩაზე
• ბაქოს ქუჩაზე
• ზაარბრიუკენის მოედანზე
• მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით
შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები:
• ვაკისა და საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გმირთა მოედანზე დაასრულებს
• ავტობუსები: N31 და N37 გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის მეშვეობით მ. „ავლაბართან“ გაივლიან. შემდეგ, N37 ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით მოძრაობას აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს, ხოლო - N31 ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩაზე ჩაუხვევს და 300 არაგველის ხიდით კრწანისის მოედანსა და გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება.
• საზოგადოებრივი ტრანსპორტის კატეგორია, რომელიც ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, კრწანისის მოედნიდან 300 არაგველის ხიდით იალბუზისა და წინანდლის ქუჩებზე გაივლის, შემდეგ მოძრაობას განაგრძობს ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება
• ცოტნე დადიანის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები გაივლიან გიორგი ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან
• ავლაბრიდან მ. „დიდუბისკენ“ გადაადგილებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპირო და გიორგი ცაბაძისა და გენერალ კვინიტაძის ქუჩები.
ავტობუსების მარშრუტების დროებითი სქემების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22.

















