კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო დღეს, 20
ოქტომბერს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ქინძმარაულის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსის მაცხოვრებლებს.

















