აჭარაში მცხოვრებ 800-მდე სპორტსმენს დღეს სპორტული ფორმები გადაეცათ. ბათუმის რაგბის მოედანზე 34
სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი.
მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა სპორტული ტურიზმის განვითარებასთან ერთად აჭარის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.
„მიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით დღეს 800-მდე ადამიანის სპორტული ეკიპირება მოხდა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებიც, რაცხელს უწყობს სპორტსმენთა პირობების გაუმჯობესებას“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
რაგბის მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთაკომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა სიტყვით მიმართეს. სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე, ქალაქ ბათუმის მერიგიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. 800 ცალისპორტული ფორმის კომპლექტის შესაძენად დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო.
მომდევნო წლის, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2 670 460 ლარს შეადგენს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფედერაციების დასპორტსმენების დაფინანსებასა და მხარდაჭერას, სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და ღონისძიებების ჩატარებას მოხმარდება.

















