logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პროფკავშირები დასაქმების სახელმწიფო მინისტრთან თანამშრომლობისთვის მზად არიან
პროფკავშირები დასაქმების სახელმწიფო მინისტრთან თანამშრომლობისთვის მზად არიან
18:29 03.07.2012
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მთავრობის გადაწყვეტილებას დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პროფკავშირებიდან აცნობეს, გაერთიანება უკანასკნელი წლების მანძილზე მუდმივად აყენებდა საკითხს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების, დასაქმებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს ჩამოყალიბებისა და უმუშევართა ერთიანი ბაზის შექმნის აუცილებლობაზე.
„პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ უმუშევრობა საზოგადოების წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2008 წელს, პროფკავშირებმა შეიმუშავა კანონპროექტი უმუშევართათვის სახელმწიფო შემწეობის დაწესების თაობაზე, რაც სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის მიერ დღემდე ყოველგვარი რეაგირების გარეშეა“ - აცხადებენ პროფკავშირებში
გაერთიანებაში იმედოვნებენ, რომ ახლადშექმნილი დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, პროფკავშირებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში დაინტერესებული მხარეების სრული ჩართულობის გზით, შეეცდება საქართველოს თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, რაც არსებული მძიმე სოციალური ფონის შემსუბუქებას ხელს შეუწყობს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ დასაქმების სახელმწიფო მინისტრი, ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული შრომის ღირსეულ პრინციპებზე დაფუძნებული ღირსეული დასაქმების ხელშემწყობი იქნება, რაც ბუნებრივია, თითოეულ მოქალაქეს გაუჩენს იმის განცდას, რომ ის ჩართულია ქვეყნის განვითარების პროცესებში და მასზე სახელმწიფო ზრუნავს“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, პროფკავშირები მზადაა აღნიშნულ უწყებას წლების განმავლობაში, დასაქმებისა და უმუშევრობის საკითხებზე მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გაუზიაროს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა