logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 WorldSkills–ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა შვიდ პროფესიაში იასპარეზა
WorldSkills–ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა შვიდ პროფესიაში იასპარეზა
10:45 19.10.2017
ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, Worldskills Georgia- ს გუნდის წევრებმა შვიდ პროფესიაში - სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების მოწყობა და ვებდიზაინი იასპარეზეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ისეთი წარმატებული ქვეყნების კონკურსანტებს როგორიცაა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იაპონია, ჩინეთი და სხვ.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის იფნორმაციით, შეჯიბრი, რომელშიც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სხადასხვა ქვეყანაში იმართება და ასი ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს, სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებით დამთავრებული, რომლებიც მონაწილეებს აკვირდებიან და ბევრ მათგანს თანამშრომლობას სთავაზობენ.
Worldskills-ის პრეზიდენტის საიმონ ბარტლი მიიჩნევს, რომ შეჯიბრში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა. შესაბამისად, ქართველი კონკურსანტები, რომლებმაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გამოცდილებას დაინტერესებულ თანატოლებს გაუზიარებენ.
საერთასორისო შეჯიბრში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობა და სხვა ქვეყნების კონკურსანტების შეფასება ასევე დიდი გმოცდილებაა ქართველი პედაგოგებისთვის. საქართველოს გუნდის ღირსეული გამოსვლა მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაზე, ქვეყანაში პროფესიული განათლების მიმართ არსებული მიდგომებისა და კონკრეტულად, მონაწილეების, მათი პედაგოგებისა და იმ უწყების წარმომადგენელთა დაუღალავი შრომის შედეგია, რომელმაც პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობა უზრუნველყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დახმარებით, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური სატრენინგო მოდული გაიარეს. საქართველოდან წარგზავნილები არიან: ანა-ქრისტინე ტატიშვილი - საკონდიტრო საქმე, ლია ლომიძე - სამზარეულო საქმე, ზურაბ შავიშვილი - სარესტორნო სერვისი, ცოტნე ნაზარაშვილი - ვებდიზაინი, მალვინა მუთიძე - საპარიკმახერო საქმე, დავით დავითაშვილი - საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა, სალომე წიქარიძე - გრაფიკული დიზაინი. კონკურსის შედეგები მალე გახდება ცნობილი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა