logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი აშენდება
ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი აშენდება
17:40 18.10.2017
ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი აშენდება. ინსტიტუტის მშენებლობა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ერთად თანამედროვე არქიტექტურის მქონე ახალი კვლევითი ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საფუძვლის ჩაყრის ცერემონიის წინ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. მისი თქმით, ახალი კვლევითი ინსტიტუტის აშენების იდეა აჭარის მთავრობის მხრიდან მალევე იქნა მხარდაჭერილი და დღეს უკვე ახალი, თანამედროვე კვლევითი ცენტრის მშენებლობის დაწყების მოწმენი გავხდით.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები. ზურაბ პატარაძემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის მხრიდან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობა ყველაზე სწორი და საჭირო ინვესტიციაა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ცენტრის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 578 ათასი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარით დაფინანსდება.

პროექტით, ახალი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტში ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება, როგორიცაა: მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა