logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პანკისში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა
პანკისში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა
14:51 18.10.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, შვედეთის მთავრობის, გაეროსა და ადგილობრივი სათემოების წარმომადგენლები პანკისის ხეობაში, დუისში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის საზეიმო აღნიშვნის ღონისძიებას დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ქალებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე ქალების პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა ქვეყნის განვითარებაში ქალების, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალების როლზე ისაუბრა.
„სოფლად მცხოვრები ქალებს აქვთ უზარმაზარი რესურსი საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლის საქმეში. მათი ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, - განაცხადა რევაზ ასათიანმა.

შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა პანკისის ხეობაში პროფესიული განათლების განვითარების აუცილებლობაზე, ეკონომიკურ საქმიანობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების უფრო აქტიურ ჩართულობაზე და დღეს არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, დუისში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ადგილობრივი რეწვის გამოფენა გაიმართა.
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება.
წელს აღნიშნული ღონისძიება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა