ცაგერის მუნიციპალიტეტში გამგებლის პირველმა მოადგილემ კარლო ჩაკვეტაძემ და ინფრასტრუქტურისა და
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ მეშველიანმა დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს.
ცაგერის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სოფელ ქვედა ცაგერში დასრულდა გზის ასფალტირების სამუშაოები, ასევე დასრულდა სოფელ ჭალისთავში ხიდის რკინა-ბეტონის, სანიღვრე არხების და მოასფალტების სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 646955 ათასი ლარი. სოფელ ჩხუტელში მოეწყო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

















