საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან
გადმოსვენებული 25 გმირის ახლობლებს მიუსამძიმრა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეობრივ ძმობას ვერავინ დაარღვევს.
„ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა. ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს“- ბრძანა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 გმირს დღეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

















