logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქია კვლავ მძვინვარებს
აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქია კვლავ მძვინვარებს
13:41 17.10.2017
აჭარაში კვლავ უამინდობაა, რის გამოც ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქია განვითარდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხულოში უხვი ნალექის შედეგად სოფლებში დიაკონიზეებში, დანისპარაულში, რაქვთასა და იაკობიძეებში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
უწყების ცნობითვე, შუახევში მეწყრის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 მ სიგრძის ბეტონის ხიდი დაშალა. ხიდი ასევე დაზიანდა ხიჭაური-ჭვანის გზაზე. მეწყერი ჩამოვიდა ცენტრალურ გზაზე, რომლეიც ამჟამად ჩაკეტილია და ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ჩაკეტილია გზები სოფელ წყაროთაში და სოფელ კობალთაში. ქარმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. მეწყრული პროცესები განვითარდა დაბა შუახევში. ელექტროხაზების დაზიანების გამო ამჟამად დენი არ მიეწოდება შუბნის ამდინისტრაციული ერთეულების სოფლებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც შექმნა. უხვი ნალექის შედეგად რიგ სოფლებში (ქაქუთი, ჩაისუბანი, ლეღვა) ჩაკეტილია გზები. ზედა აჭყვაში ჩაიკეტა ცენტრალური გზა. დაბა ჩაქვში დამბაზე გადმოვიდა მდინარე ჩაქვისთავი, დაიტბორა ერთი ოჯახი. სოფლებში ლეღვა, ჩაისუბანი, წყავროკა, ციხისძირი - რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყრული კერები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორთაბათუმში, სამებასა და განთიადში რამოდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწყვა მეწყერი. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება ქედას, უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებთან შემდეგ სოფლებში: მეძიბნა, ზვარე, ძანაძეები, სირაბიძეები, ვარჯანისი, ჭინკაძეები, ცხემნა, ზენდითში და აგოთაში. სოფელ აბუქეთაში 9 ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. დაბა ქედაში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები.

სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

უამინდობამ შეფერხებები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ ეტაპისთვის შუქი არ მიეწოდება ქობულეთში 500-მდე აბონენტს, ზემო აჭარაში 300-მდე აბონენტს. ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მობილური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად სულ აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა საფრთხე, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
აჭარაში უამინდობის გამო სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალური შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.
მეწყრულ კერებს გეოლოგები ამინდის დადგომისთანავე შეისწავლიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა