logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დედაქალაქის მერია: „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების გადაწყვეტილება ღონისძიების ორგანიზატორებმა მიიღეს
დედაქალაქის მერია: „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების გადაწყვეტილება ღონისძიების ორგანიზატორებმა მიიღეს
13:09 17.10.2017
თბილისის მერია „თბილისიმარათონი 2017“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ღონისძიება არა მერიის, არამედ მისი საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გაუქმდა.


„პირველ რიგში, გვსურს, განვმარტოთ, რომ „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა და არა დედაქალაქის მთავრობამ.

„თბილისიმარათონი“ წლებია, მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით იმართება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ერთის მხრივ, ქველმოქმედებას, ხოლო მეორეს მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მეტიც, ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით მარათონის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადმოტანა თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე არეალში დაწყებულია რეაბილიტაცია და აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ღონისძიების ჩატარებისას რუსთაველის გამზირის, აღმაშენებლისა და სხვა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვამ შესაძლოა, გამოიწვიოს სატრანსპორტო კოლაფსი და მოქალაქეების უკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ გაითვალისწინა როგორც მოქალაქეების, ასევე, ღონისძიების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მოთხოვნები და შესთავაზა საორგანიზაციო ჯგუფს „თბილისიმარათონი 2017“-ის დილის 7:00 საათზე გამართვა, ნაცვლად 9:00 საათისა. დედაქალაქის მერიამ განიხილა ალტერნატიული ვარიანტიც - ღონისძიების ისევ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩატარება.

ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ის არგუმენტები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილებას და უარი განაცხადეს „თბილისიმარათონის“ შეთავაზებული ფორმებით ჩატარებაზე. გარდა ამისა, გვსურს განვმარტოთ, რომ თბილისის მერიაში შეტანილ განცხადებებზე საორგანიზაციო ჯგუფს საბოლოოდ დადასტურებული პასუხი მიღებული არ ჰქონდათ.

სამწუხაროა, რომ ღონისძიების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით დაზარალდნენ როგორც მარათონში მონაწილეობის მსურველი მოქალაქეები, ისე ტურისტები, რომლებიც ამ ღონისძიების ფარგლებში გეგმავდნენ თბილისში სტუმრობას“- აცხადებენ მერიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა