თბილისში საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს.
სემინარი თემაზე - "სახაზინო სამსახურში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებული პროგრესი და საგარეო დაფინანსების აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები" დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა და 29 თებერვლამდე გაგრძელდება.
შეხვედრა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, PEMPAL-ის პროგრამის ფარგლებში და საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ხელშეწყობით ტარდება.
სემინარს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნიდან სახელმწიფო საფინანსო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა გახსნა.

















