logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე სტიქიურ კერებს ადგილზე გაეცნო
ზურაბ პატარაძე სტიქიურ კერებს ადგილზე გაეცნო
22:23 16.10.2017
აჭარაში უხვმა ნალექმა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გაააქტიურა. მეწყრულ კერებთან ერთად, ადგილი ჰქონდა მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლას, რამაც ცალკეულ ადგილებში გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანებაც. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით და ხდებოდა მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ. უხვმა ნალექმა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შექმნა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ქედის და ქობულეთის რამოდენიმე სოფელს. დილიდან მობილიზებულია „ენერგო-პროს“ ბრიგადები და აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „საკმაოდ უხვი ნალექი მოვიდა მთაში. ხულოში მოვისმინეთ ყველა სამსახურის ანგარიში, თუ რომელ სოფელში რა მდგომარეობაა და როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. ყველა სამსახური, მობილიზებულია, მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განსაკუთრებით ვადევნებთ თვალყურს ზვავსაშიშ ზონებს. თუ მუნიციპალური სამსახურები ვერ გაწვდება და დასჭირდებათ ცენტრალური ხელისუფლების დახმარება, მზად ვართ მივიღოთ შესაბამისი ზომები“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, რომელიც ხულოსა და შუახევის პრობლემური ადგილების დათვალიერების შემდეგ, დაბა ქედის მდგომარეობას გაეცნო. დაბა ქედაში ადიდებული მდინარე აკავრეთა კალაპოტიდან გადმოვიდა და დაბაში მდებარე სკვერი დატბორა. დაზიანდა სკვერში არსებული ინფრასტრუქტურა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს. გეოლოგების რეკომენდაციით ზედა ჯოჭოში გაწმენდითი სამუშაოები განახლდება, როგორც კი გამოიდარებს. საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საგზაო დეპარტამენტის და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მობილური ჯგუფები, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ამ წუთებში საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ქედის გამგეობაში შეიკრიბა მომავალი ღონისძიებების გატარების დასაგეგმად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა