კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს დღეს
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
სამგორის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ენუქიძის, ქიზიყის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13კმ, მე-14 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის და პიმენ ყურაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

















