logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ანგარიში წარადგინა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ანგარიში წარადგინა
15:45 16.10.2017
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ 2014-2017 წლების გამგეობის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

გამგებლის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში 142 მისამართზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნულ სამუშაოებზე 11 903 193.13 ლარი დაიხარჯა. სოციალური მომსახურება 41 428 მოქალაქემ მიიღო. საბურთალოს რაიონში მოეწყო 53 სკვერი და 50 სპორტული მოედანი. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაო 1235 მისამართზე ჩატარდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 10 736 113.48 ლარი დაიხარჯა.

ბექა მიქაუტაძემ გამგეობის მუშაობის გამჭვირვალობასა და მის საქმიანობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ჩართულობაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციაზე და პროექტზე „მართე შენი ქალაქი“ ისაუბრა. გამგებელი ასევე საბურთალოს რაიონის გაზიფიცირების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში გაზიფიცირების ცენტრალური ქსელის მოწყობის პრობლება საბურთალოს რაიონში მთლიანად მოგვარდა.

გამგებელმა მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტების თაობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში საბურთალოს რაიონში 8 სკვერი მოეწყო, ასევე ბუკიას ბაღში ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი ახალი სკამი დამონტაჟდა.

ბექა მიქაუტაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 022 049 ლარი დაიხარჯა.

როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა აღნიშნა, რაიონში არაერთი მნიშველოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა.
ანგარიშის წარდგენას თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და ნინო გოგუაძე, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა