logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რიყის პარკში გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა
რიყის პარკში გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა
15:34 16.10.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა.
აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნეს. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ივანე დოლიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი საზოგადოება.
უწყების ინფორმაციითვე, ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაარსებული კომპანიების პროდუქცია.

გამოფენა ბიზნეს-სექტორების ფართო სპექტრს მოიცავდა. წარმოდგენილი იყო მეღვინეობა, თაფლის წარმოება, ტურიზმი, კვების ობიექტები, სადისტრიბუციო კომპანიები, სამშენებლო სექტორი, ესთეტიური მედიცინა, სანიტარული მომსახურება და სხვა. მათ შორის მეღვინეობა „ხარება“, „გაგრა +“, CLEANTACH, სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, ტურისტული კომპანია „Georgian Wilderness Expedition“, რესტორანი „თავადური“, რესტორანი „მეგრული ოდა“, შპს ლემონი და სხვა.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი კომპანიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები არიან. კომპანიების პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ სტუმრებს ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამირან დოლიძემ გააცნო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე პალატის წარმომადგენლობა განთავსებულია დედაქალაქში. ამ დროისთვის აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ათეულობით კომპანიას აერთიანებს, როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნეს-სექტორებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა