logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: 2018 წლიდან ბევრი პროექტი დაიწყება, რომლებიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს როგორც თბილისში, ასევე მთელს ქვეყანაში
პრემიერი: 2018 წლიდან ბევრი პროექტი დაიწყება, რომლებიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს როგორც თბილისში, ასევე მთელს ქვეყანაში
14:55 16.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გახსნა. 84-მილიონიანი ინვესტიცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. პრემიერმა თბილისს და თბილისელებს მიულოცა ახალი მეტროსადგურის ამუშავება, რომლის 20 წელზე მეტხანს შეჩერებული მშენებლობა 2015 წელს განახლდა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, მათ შორის ინჟინერ-მშენებლებს, ვინც პროექტის წარმატებით დასრულებაში წვლილი შეიტანა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტროსადგური მთლიანად აღჭურვილია სრულიად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. აქ სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები. დღეისათვის, თბილისის მეტროთი, ყოველდღიურად მგზავრობს 350-400 ათასი ადამიანი. ამ სადგურის ამუშავება, დღეში დამატებით 15 ათასზე მეტ ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას. მოგეხსენებათ, რომ დღემდე, დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდა. ამიერიდან ეს პრობლემაც გადაჭრილია და ორივე გვირაბი სრული დატვირთვით იმუშავებს. იმედი მაქვს, სადგური „უნივერსიტეტი“, გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, რაც დამეთანხმებით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, დედაქალაქის სტუმრებისთვის. თბილისის მერიამ ეს პროცესი აქტიურად დაიწყო - უკვე მოდერნიზდა და გარემონტდა ჯამში 44 ვაგონი, ასევე განახლდა 3 მეტროსადგური, ხოლო 3 განახლების პროცესშია. თბილისში შემოვიდა 143 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი; თბილისში, 1970-იანი წლების შემდეგ, პირველად აშენდა, ასევე ევროსტანდარტების შესაბამისი, მუნიციპალური ავტობაზა; ამოქმედდა კუს ტბის საბაგირო გზა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ახალ მეტროსადგურამდე ახლად მოწყობილ ხეივანსა და გამწვანებულ პარკზე და აღნიშნა, რომ ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლებიც თბილისის მერიამ ამ ბოლო წლებში განახორციელა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს გეგმები სრულად და წარმატებით განხორციელდება, რაც თბილისს კიდევ უფრო ლამაზს გახდის. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ძალიან დიდი მასშტაბის ზრდა.

"მარტო 2017 წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. 2016 წლის დანახარჯები ამ მიმართულებით, 970 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, ხოლო წლევანდელ წელს მილიარდ 350 მილიონი ლარის გადამეტებით დავასრულებთ, რაც 36-37%-იანი ზრდაა. ეს შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებით და საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური მუშაობით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გაკეთდა ისე, რომ სოციალური მიმართულებით არათუ არ მოგვიკლია არც ერთი თეთრი, არამედ გავზარდეთ კიდეც ჩვენი დანახარჯები. 2018 წელს ძალიან ბევრი პროექტის ერთდროულად დაწყება იგეგმება. დღეს უკვე მომზადების პროცესი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა და 2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს როგორც თბილისის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პროექტების მთლიანი ჯამი, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90%-იან ზრდას გულისხმობს. ეს არის მილიარდ 800 მილიონზე მეტის ოდენობის დანახარჯები, რაც, დამეთანხმებით, არის ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი და კიდევ უფრო მეტი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად აისახება თითოეული ადამიანის ყოფაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის, სერიოზული განვითარების წელი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტროსადგურ “უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოები შეასრულა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ესპანურმა კომპანიამ, „კობრა ასიგნიამ“, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს განხორციელებული. მშენებლობაზე 2 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებსა და სტუმრებთან ერთად, ახლად გახსნილი მეტროსადგურიდან გასული პირველი მატარებლით იმგზავრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა