logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარტოხელა დედას დახმარება სჭირდება-„ხან დღე ისე გადის, ბავშვებს ვერაფერს ვაჭმევ“
მარტოხელა დედას დახმარება სჭირდება-„ხან დღე ისე გადის, ბავშვებს ვერაფერს ვაჭმევ“
14:42 16.10.2017
მარტოხელა დედას, ქრისტინე გაბუნიას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას ორი ქალიშვილი ჰყავს, უფროსი, რომელიც 13 წლისაა სკოლაში დადის, თუმცა დედას ტანსაცმლისა და რვეულების ფულიც კი არ აქვს. მეორე შვილს, 8 წლის თამუნას კი, ცერებლარული დამბლა აქვს, ვერ დადის და ვერ საუბრობს. გარდა ამისა, თავში კისტა აქვს. 7 თვიდან ემართება ეპილეფსიური შეტევები.
როგორც ქრისტინემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, მარტოხელა დედას იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ თამუნას წამლები და სხვა საჭიროების ნივთები უყიდოს.
„იმის საშუალებაც კი არ მაქვს, ბავშვს მედიკამენტები და საფენები ვუყიდო. პირველად რომ ქირით ვიყავი, იმ ბინიდან გამომიშვა პატრონმა და საცხოვრებლის შეცვლის მიზეზით მომეხსნა სოც. დახმარება. ერთწლიანი შეზღუდვა მომეხსნა და მეუბნებიან ხელახლა დაწერეო, მაგრამ სადაც ამჟამად ვცხოვრობ ორი თვის ქირის თანხა მაქვს გადასახდელი და სავარაუდოდ, აქედანაც მომიწევს გადასვლა. პენსიაც გამიჩერდა იმის გამო, რომ კრედიტი მქონდა გამოტანილი... ქუთაისის მერია ერთჯერადად, 500 ლარით დამეხმარა. წელიწადში ერთხელ შემიძლია მიმართვა“-აღნიშნა ქრისტინემ.
პატარა თამუნას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხანგრძლივი მასაჟები, თავზე მუდმივი გადაღებები და ლოგოპედის დახმარება ესაჭიროება, რაც ერთად თვეში საშუალოდ 3 000 ლარს შეადგენს.
„ზამთარი როგორ უნდა გადავიტანოთ, არ ვიცი. ხანდახან დღე ისე გადის, ბავშვები უჭმელები რჩებიან. რამდენჯერმე გადასახადები კეთილმა ადამიანებმა გადამიხადეს. შუქი რომ არ იყო, რამდენჯერმე ბავშვები გამიცივდნენ. ვართ იმის მოლოდინში, თუ როდის გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანენ“-აცხადებს მარტოხელა დედა.

მათ, ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში
GE05BG0000000746245000
საქართველოს ბანკის ფეი ბოქსის აპარატებიდან,
პირადი ნომერი : 60001048060
მიმღები : გაბუნია ასმათი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა