logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა
აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა
14:10 16.10.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ხულოს გამგეობაში იმყოფება, სადაც საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ.

აჭარის მთავრობის ცნობით, ხულოსა და შუახევში გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად საფრთხე რამდენიმე ოჯახს შეექმნა. ასევე, ბარათაულის გზაზე ადგილი ჰქონდა წყლის მოვარდნას, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა.

უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ციხისძირსა და ბუკნარში წყალმომარაგება შეზღუდულია, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდება ზენითის, ხუცუბნის, ციხისძირისა და ზედა სამების მომსახლეობას.


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს. ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება დაბა ქედას, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა შიდა გზები. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სოფლის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

უწყების ცნობით, გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს სს“ენერგო-პრო ჯორჯია“ ზემო აჭარისა და ქობულეთის აბონენტებისთვის შუქის მიწოდების დროულად აღსადგენად.

სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალუტი შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.

სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა ბაღსა და სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა შეიქმნა. ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა, ერთდროულად მოსული დიდი რაოდენობით ნალექის გამო დაგროვებული წყლის გადინება დროის მცირე მონაკვეთში შეფერხდა. შპს ,,ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ქუჩების მონიტორინგს. გადაადგილების პრობლემა არ შექმნია საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა