სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, უცხოელი ექსპერტები საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემას ეცნობიან და ქართველ კოლეგებს ინსპექტირების ხარისხის მართვის სტანდარტებს და ISO-9001 უზიარებენ. ISO-17020 სტანდარტი დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი მიქაძის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი, შემუშავდა ახალი რეგულაციები სურსათის უვნებლობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. აღნიშნული გამოწვევბის ფონზე, მნიშვნელოვანია, მაღალი სტანდარტის კონტროლის სისტემის დანერგვა, რაშიც უცხოელი კოლეგები დაგვეხმარებიან“- განაცხადა გიორგი მიქაძემ.
სურსათის უვნებლობის ქართველმა სპეციალისტებმა ჰოლანდიელ ექსპერტებს სააგენტოს სტრატეგიის, რისკის ანალიზის, ცხოველთა იდენტიფიკაციის და ლაბორატორიული კვლევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის მონახულება და შეხვედრა ექსპორტიორებთან.

















