რიგით 23-ე მეტროსადგური- "სახელმწიფო უნივერსიტეტი" რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.
პრემიერის განცხადებით, ახალი მეტროსადგური სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
“მეტროსადგურის მშენებლოს პროცესში 2 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. დიდი მადლობა მათ. მათი შრომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ წარმატებაში. ასევე მადლობა ინჟინრებს და მშენებლებს, რომ იშრომეს და ასეთი კარგი პროექტი შექმნეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტროსადგური არის აღჭურვილი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემით. აქ სრულადააა დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები“-განმაცხადა პრემიერმა.

















