გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა.
ოზურგეთში სტიქიის გამო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.
ქალაქის მიმდებარე სოფლებში წვიმამ 20-მდე სახლი დააზიანა.
სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა სოფელ შემოქმედში, სადაც კალაპოტიდან გადმოსული მდინარე გზაზე გადავიდა და პირველი სართულები დატბორა.
უხვი ნალექისა და ქარის შედეგად პრობლემები შეიქმნა ლანჩხუთის რაიონშიც, სადაც მდინარე სუფსამ საყანე ფართობები დატბორა.

















