logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს წარმომადგენლები პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსის გახსნას დაესწრნენ
საქართველოს წარმომადგენლები პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსის გახსნას დაესწრნენ
10:06 16.10.2017
ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა. 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, გახსნის ცერემონიალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები, მათი პედაგოგები და კონსულტანტები არიან. დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობენ.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის, 22 წლამდე ასაკის, 1300 წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ, ჩვენ ქვეყანას და საქართველოში პროფესიული განათლების დონეს წარმოაჩენენ ჩვენი პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებიც. ისინი 7 პროფესიაში: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინში შეეჯიბრებიან თანატოლებს.
საერთაშორისო კონკურსზე წარგზავნილები თბილისში ჩატარებული WorldSkills Georgia-ს ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულები არიან. შეჯიბრი შვიდ პროფესიაში ჩატარდა და სწორედ, ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულები (თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასულები) იღებენ მონაწილეობას მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაში.
Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა და პედაგოგებმა, საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური სატრენინგო მოდული გაიარეს. მათი პროფესიონალიზმი Worldskills-ის ორგანიზატორების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასდა.
კონკურსი წელს 44-ედ იმართება, საქართველო კი, მესამე წელია რაც ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას შეუერთდა. საქართველოს წარმომადგენლებმა გასულ წლებში გერმანიასა და ბრაზილიაში გამართულ კონკურსებზე წარმატებით იასპარეზეს.
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია და მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაციაა. WorldSkills არის შესანიშნავი პლატფორმა პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა