საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მართლმადიდებელ მოქალაქეებს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ულოცავს.
პრემიერი სადღესასწაულო წირვა-ლოცვას მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაესწრო.
"მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია.
40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში, 1977 წლის 25 დეკემბერს ჩვენი პატრიარქის აღსაყდრება განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ეს არის მისი პატრიარქობის მე-40 სვეტიცხოვლობა და მინდა, საქართველოს მივულოცო.
მინდა, პირველ რიგში უწმინდესს ვუსურვო დღეგრძელობა და საქართველოს - ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება.
ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი და მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და კიდევ უკეთესი მომავალი"-განაცხადა პრემიერმა.

















