მართლმადიდებლური სამყარო დღეიდან დიდ მარხვას იწყებს.
სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, დიდმარხვის პირველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს წმ. ანდრია კრიტელის კანონები იკითხება.
დიდმარხვის წინა კვირა საღამოდან პარასკევის დილამდე დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ წმ. ეფრემ ასურის ლოცვები იკითხება. იგი მარხვის პირველი კვირის საღამოდან ისევ განახლდება და მთელი მარხვის განმავლობაში გაგრძელდება.
ქრისტიანული სწავლების თანახმად, დიდმარხვის II, III, IV კვირას მიცვალებულთა შაბათი აღინიშნება და მათი სულის მოსახსენებლად პარაკლისები ჩატარდება.
დიდმარხვის პირველი ხუთი დღე დაუჯდომელი საგალობლები არ იკითხება. მარხვის განმავლობაში შესრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო - "შვიდ-გზის ზეთის" ცხება.
დიდი მარხვა 15 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით დასრულდება.

















