logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დღეს სვეტიცხოვლობაა
დღეს სვეტიცხოვლობაა
10:07 14.10.2017
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებაც აღინიშნება.
“ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ გაფანტული ებრაელთა ერთი ნაწილი, როგორც ამას “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, ქართლში მოვიდა და მცხეთელ მამასახლისს სთხოვა, მათთვის საფასურით საცხოვრებელი მიეცა. მცხეთელმა მამასახლისმა ებრაელებს სამოსახლო გამოუყო.

გავიდა დრო. ბეთლემში იესო ქრისტე დაიბადა. როდესაც მისი დაბადებიდან 30 წელი გავიდა, ერთ დღეს მცხეთაში იერუსალიმელი ებრაელებისა და მღვდელმთავარ ანას მიერ გამოგზავნილი მოციქულები მოვიდნენ და თანამემამულეებს აცნობეს, რომ ის, ვისთვისაც მოგვები ჩავიდნენ ბეთლემში, გაიზარდა და საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლე ებრაული თემიდან რჯულის მეცნიერებს (ებრაულ სარწმუნოებაში, იუდაიზმში განსწავლული პირები) მოუწოდებდნენ, იერუსალიმში იესოს ჯვარცმას დასწრებოდნენ. მართლაც, მცხეთიდან იერუსალიმში ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი გაემართნენ. ელიოზ მცხეთელს გამგზავრების წინ დედა შეევედრა, ნუ გახდებოდა იესოს ჯვარცმის თანაზიარი, ვინაიდან იგი უდანაშაულო იყო; რომ წინასწარმეტყველები და ბრძენი ხალხი ოდითგან სწორედ მასზე საუბრობდა.
ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი გაემართნენ იერუსალიმისაკენ, სადაც დაესწრნენ უფლის ჯვარცმას. და როდესაც მაცხოვრის ჯვარზე მისამსჭვალად სამსჭვალს, ანუ ლურსმანს ჩაქუჩი დაჰკრეს, დაკვრის ხმა ელიოზის დედას მცხეთაში ჩაესმა. ქალმა შეჰკივლა და სული განუტევა. ჯვარცმის შემდგომ მცხეთელ ებრაელებს წილად ერგოთ უფლის კვართი. წამოიღო კვართი ელიოზმა. მცხეთასთან მას და, სიდონია მიეგება, გამოართვა სიწმინდე, ჩაიხუტა გულში და სული განუტევა.
სიდონიას მაცხოვრის კვართი ისე ძლიერად ჰქონდა მკერდში ჩაკრული, რომ შეუძლებელი გახდა სიწმინდის გამოცლა. ელიოზმა საკუთარი და კვართთან ერთად დამარხა.
გავიდა ხანი. კვართის დაფლვის ადგილი სარწმუნოდ არავინ იცოდა. კვართისა და ელიოზის დის საფლავის შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ მის მახლობლად ლიბანიდან ჩამოტანილი და მცხეთაში დარგული ნაძვი იდგა და ხარობდა.კვართმა და იმ ქვეყნის ქრისტიანობაზე მოქცევის სურვილმა, სადაც იგი იყო დაფლული, წმ. ნინო IVს-ში იერუსალიმიდან მცხეთაში მოიყვანა.
ქართველთა გაქრისტიანება წმ. ნინომ მცხეთაში კერპების – არმაზის, გაცისა და გაიმის შემუსვრით დაიწყო. კერპების შემუსვრის შემდეგ კლდის ქიმთან ხის ქვეშ ექვსი დღე ილოცა, მეცხრე დღეს ჩამოვიდა ქალაქში და მიადგა სამეფო ბაღს. იქ მებაღე და მისი ცოლი მოაქცია და ცხრა თვე მათთან იცხოვრა. ამის შემდეგ ქალაქის გარეთ იპოვა მაყვლოვანი (მაყვლის ბუჩქი), სადაც დღეს სამთავროს დედათა მონასტერია და მონაზვნური წესით ცხოვრება დაიწყო. ხშირად მიდიოდა მცხეთაში, ურიათა უბანში. უნდოდა გაეგო, სად იყო დაფლული მაცხოვრის კვართი. წმ. ნინომ რამდენჯერმე ნახა ერთი და იგივე სიზმარი: ციდან მოფრენილი შავი ფრინველები ჩაფრინდებოდნენ მდინარეში, განბანილები და გათეთრებულები შეფრინდებოდნენ სამოთხეში, მაღლარ ვაზს (მაღალ ხეზე ასული ვაზი) მოკენკავდნენ, "მოსძოვდნენ ყვავილთა" და სიყვარულით, ჟივილ-ხივილით გარს ეხვეოდნენ წმ. ნინოს.
როდესაც მირიან მეფე გაქრისტიანდა, მან სამეფო ბაღში ტაძრის აგება გადაწყვიტა. მართლაც, სამეფო ბაღში მოჭრეს ნაძვი, რომლიდანაც 7 სვეტი გამოთალეს. როდესაც ხის კედლები ამოიყვანეს, თავ-თავის ადგილზე მოათავსეს ექვსი ძელი. მეშვიდე, ყველაზე დიდი და საკვირველი, რომელიც ეკლესიის შუა საყრდენად, დედაბოძად იყო განკუთვნილი, ვერ აღმართეს, ვერ დაძრეს ადგილიდან. ეს ამბავი ყველას უკვირდა.
საღამოს მეფე მირიანი დაღონებული წავიდა სასახლეში. წმ. ნინო მოწაფეებთან ერთად სვეტთან დარჩა და ცრემლით ლოცულობდა. შუა ღამე რომ დადგა, ბოროტმა, ეშმაკმა მრავალი საშინელი ხილვა, ჩვენება მოუვლინა მლოცველებს. წმ. ნინომ ჯვარი გადასახა უკეთურ ჩვენებებს და ყველა მათგანი გაქრა. დაისადგურა სიმშვიდემ. წმიდანის მოწაფეები მადლობას უძღვნიდნენ ღმერთს. ინათა… დედებს მიეძინათ. მოწაფეთაგან მხოლოდ სიდონიას ეღვიძა, ხოლო წმ. ნინო ხელაპყრობილი განაგრძობდა ლოცვას. უეცრად მათ ნათლით მოსილი, ცეცხლში გახვეული ჭაბუკი გამოეცხადა და სამი სიტყვა თქვა. წმ. ნინო პირქვე დაემხო, ჭაბუკმა მოჰკიდა ხელი სვეტს და მაღლა აღმართა. ამის შემდგომ ნათლით მოსილი სვეტი ყველას თვალწინ ნელ-ნელა დაეშვა გადაჭრილ ნაძვზე.
ამ სასწაულით გამომჟღავნდა კვართის ადგილსამყოფელი.
დილით ინათა თუ არა, შეწუხებული მეფე მშენებლობის ადგილისკენ გაემართაAდა დაინახა, რომ მის ბაღს ცად აწვდილი ელვის მსგავსი ნათელი ადგა. სასწაულის ადგილზე მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი. ამ მირონმდინარე სვეტის მადლით მრავალი სასწაული და კურნება ხდებოდა და დღესაც ხდება. მირიან მეფემ მალევე დაასრულა სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის მშენებლობა, რომელიც ხის იყო. Vს-ში, დაახლოებით 500წ. ვახტანგ გორგასალმა ქვის დიდი ეკლესია ააგო, რომელიც XI ს.-ში საფუძვლიანად შეაკეთა მელქისედეკ კათოლიკოსმა. ასევე, შეკეთდა XVს.-ის I ნახევარში, ალექსანდრე I-ის მეფობის ხანაში, მას მერე, რაც ტაძარი თემურ-ლენგმა დაანგრია და XIXს-ში.
სვეტიცხოვლობა დიდი და ხალხისთვის უსაყვარლესი დღესასწაული იყო. თბილისიდან, ქართლიდან და კახეთიდან მოემართებოდნენ მლოცველები, რომელსაც ტაძრის გალავანი გაჭირვებით იტევდა. ხალხი წინა დღით მიდიოდა სვეტიცხოველში და ღამეს იქ ათევდა.
სვეტიცხოვლობას წირვა- ლოცვასთან ერთად ბაზრობა, ცეკვა – თამაში, ჭიდაობა და ლხინი იმართებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა