აზიური ფაროსანას გამო, ბათუმში ყველა საბავშვო ბაღი დაიხურა. ბაღები მუშაობას სამი
სამუშაო დღის შემდგ გაგრძელებენ.
როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, საბავშვო ბაღების ეზოები სპეციალური ხსნარებით გაიწმინდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგება.
„მშობლების საყურადღებოდ!ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა“-ნათქვამია ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის განცხადებაში.

















