სახანძროს გამოძახება დღეს ივანე მაჩაბელის ქუჩაზე ცრუ განგაში აღმოჩნდა.
როგორც "ნიუსპრესს" საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიდან აცნობეს, მაჩაბელის ქუჩაზე სახანძრო რაზმმა გამოძახების შემდეგ შემოწმება განახორციელა, ადგილზე ყველაფერი წესრიგში იყო და ინფორმაცია ხანძრის თაობაზე არ დადასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურში 14 სახანძრო გამოძახება დაფიქსირდა. დაიწვა ერთი დამხმარე სათავსო ნაგებობა და ელექტრო სადენები.

















