logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება
17:41 11.10.2017
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძირითადი თანხების მოზიდვას დონორი ორგანიზაციების დახმარებით გეგმავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, ამ მავნებელს ებრძვიან ავსტრიაში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში.
მისივე თქმით, აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ს 34 შტატში და 21 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც -იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში.
„აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს, ბიუჯეტი ითვლება და ის იქნება საკმაოდ სოლიდური. თუმცა კონკრეტულ თანხაზე საუბარი მხოლოდ დონორებთან შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობამ რისკები სწორად გათვალა და მიმდინარე წელს ყველა ღონისძიება მსოფლიოში ნომერ პირველი სპეციალისტების რეკომენდაციით განახორციელა, შეწამვლისას კი ნომერი პირველი წამალი გამოიყენა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება და მასში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც მავნებლის გასანადგურებლად უკვე გატარდა. ხაზი გაუსვა, რომ წამლობის პროცესი ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა ეს ყველაზე ეფექტური იყო. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.
აზიური ფაროსანას თემა დღეს საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატები მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა