კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო დღეს, ვაკე-
საბურთალოსა და სამგორის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
ვაკის და საბურთალოს რაიონები
02 საათიდან 06 საათამდე 30 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ბაგების დასახლების, ვერეს ხევის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, შავგულიძის, მარიჯანის, ქავთარაძის, ნადირაძის, ანჯაფარიძის, მინდელის, ნუცუბიძის, იოსელიანის, შავიშვილის, თოფურიას, ფხაკაძის, პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ღლონტის, შარაშიძის, ჩოხელის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

















