logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
“ლიბერთი ბანკი” შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ხელშეწყობას განაგრძობს
“ლიბერთი ბანკი” შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ხელშეწყობას განაგრძობს
12:56 11.10.2017
„ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბის დირექტორმა დავით შველიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაგრძელებას მოაწერეს ხელი.

მემორანდმუმის ფარგლებში, „ლიბერთი ბანკი“ 2017 წლის ბოლომდე განაგრძობს სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობლობის სტატუსის მქონე იმ ბენეფიციარების რეაბილიტაციის დაფინანებას, რომლებიც ჯერჯერობით ვერ მოხვდნენ სახელმწიფო პროგრამაში.

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების ხელშეწყობა. მათი უმრავლესობა ჩვენი ბანკის მომხმარებელია, აქიდან გამომდინარე, უშუალო შეხება გვაქვს მათ პრობლემებთან. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და გამოყენება. შედეგის მისაღწევად ბანკი თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტული სერვისების მიწოდების გამოცდილება აქვთ“ - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.


შპს ,,ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი რეჰაბი“ 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა და 2017 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოდან ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამებში.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, აღჭურვილია სათანადო სარეაბილიტაციო ინვენტარით და გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო ადაპტირებული გარემო.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის, ჯერ კიდევ არასაკმარისი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში ბენეფიციართა დიდი რაოდენობა ამ მომსახურეობით დღეისათვის ვერ სარგებლობს, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი სოციალური პროგრამების განხორციელებაში აქტიურად ჩართული ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება და უნდა აღვნიშნო, რომ ლიბერთი ბანკის სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. დღეისათვის მათ მიერ დაფინასებულია 200 ბენეფიციარის 6.600 პროცედურა და ბანკი 2017 წლის ბოლომდე განაგძობს მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობას“ - განაცხადა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „რეჰაბის” დირექტორმა დავით შველიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა