საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. მას პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.
განსახილველი საკითხები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
„საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ცნობილია, რომ ციანიდის საკითხი ამ სხდომაზე არ იქნება განხილული. სხდომის ჩანიშვნა დიდად მოულოდნელი არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს იქნება წლის ბოლოსთვის დამახასიათებელი შეხვედრა“- განაცხადა პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა.

















