logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ზურაბ პატარაძე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა
18:03 10.10.2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის

მინისტრ ნურეთინ ჯანიქლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამიართა. თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმში "საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე" (GDSC) დასწრების ფარგლებში იმყოფება, რომელიც 12 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ზურაბ პატარაძემ თავდაცვის მინისტრთან საუბრისას გაიხსენა გასულ წელს შავ ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული ქართველი სამხედროების სამძებრო სამუშაოებში თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ჩართულობა, ასევე თურქეთის მთავრობის დახმარება ბორჯომის ხეობასა და შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. აღნიშნული მხარდაჭერისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება.

ზურაბ პატარაძის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის და რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრი ქვეყნების გემების აქტიურობა შავ ზღვაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3-5 ნოემბერს იგეგმება „NATO-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2“–ის გემების „საპორტო ვიზიტი“ ბათუმის პორტში, რომლის შემადგენლობაში შედის თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ბულგარეთის და რუმინეთის გემები.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. თურქეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯელალ სამი თუფექჩი და ბასათ ოზთურქი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი და თურქეთის რესპუბლიკის თავმდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა