ირანის ქართულ დიასპორასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მწერალთა სახლში
ფერეიდანში მცხოვრებ პოეტებთან და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან - ვასილ ყავლაშვილთან, ლადო სეფიანთან, ნუგზარ ლაჩინანთან და იოსებ მიქელაძესთან მოხდება შეხვედრა.
მწერალთა სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული საზოგადოებისათვის მათი გაცნობა დიდი სტიმულია მომავალში საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელების თვალსაზრისით.
„ქართული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია თუ რა ტრადიციების შენარჩუნება მოახერხეს მათ საუკუნეების მანძილზე ჩაკეტილ სივცეში. ეს შეხვედრა აღნიშნული ტრადიციებისა და ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამ საღამოზე პირველად გაჟერდება აქამდე უცნობი ქართული დარბაზის არსებობა ქალაქ იაზდიში (ირანი), რომელსაც დღესაც ამ დარბაზის დამაარსებლების შთამომავლები უვლიან.
ამ შეხვედრის იდეის ავტორი და კორდინატორი არის აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი ცაცო კოტეტიშვილი“-განმარტავენ მწერალთა სახლში.
შეხვედრა დღეს, 11 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიწყება.

















