logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თბილისში შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თბილისში შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება
16:00 10.10.2017
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი უწყების მიერ გაძლიერებულია მონიტორინგი. დაგეგმილია მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების (ფრეომონები) სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსება. ქიმიური წამლობა პარკებსა და ბაღებში მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება.
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ქიმიური წამლობას ღია სივრცეებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ჩაატარებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური ღონისძიებების ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში. ასევე მოსახლეობას მიეცემა დამატებითი რეკომენდაციები. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მოსახლეობის მხრიდან მავნებელთან ბრძოლისას მექანიკური მეთოდების გამოყენება არის ყველაზე ეფექტური.
როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები განმარტავენ, აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ არის დაავადებების გადამტანი მწერი. იგი, ძირითადად, სასოფლო სამეურნეო კულტურებს აზიანებს.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აზიური ფაროსანა დაფიქსირდა დედაქალაქშიც. აზიურ ფაროსანას, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, გადაადგილება დიდ მანძილზე, დაახლოებით ათეულობით კილომეტრზე შეუძლია. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მავნებელი მიგრირებს საცხოვრებელი სახლებისკენ და ურბანულ ტერიტორიებზე.


აზიურ ფაროსანას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც ებრძვიან, ბრძოლის კონკრეტული პროტოკოლი ამ დრომდე არცერთ ქვეყანაში არ დადგენილა და მავნებლის სრული განადგურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება ვერც აშშ-ში და ვერც ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ფაროსანაა გავრცელებული.
აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ში და გავრცელდა 34 შტატში. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს . ამ დროისთვის მავნებელი კვლავაც ფიქსირდება ამერიკის ტერიტორიაზე, თუმცა მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც -იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა