logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება დაიწყო
დღეს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება დაიწყო
15:21 10.10.2017
შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის დაწყება მიულოცა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, „მთის კანონი“, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, კურორტ “გომარდულის“ და „გოდერძის“ განვითარება, გოდერძის სუბალპური ბაღის მშენებლობა და კურორტ „ბეშუმის“ რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა აჭარის მთის მოსახლეობის კეთილდღეობას, სამთო ტურიზმისა და მთლიანად აჭარის რეგიონის განვითარებას ემსახურება.

„მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას, მეორე მხრივ სამთო ტურიზმის განვითარებას და მთის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას. ბუნებრივი აირის არსებობის პირობებში დაიზოგება ტყის რესურსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების შეჩერებას. ეს იყო დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ძალისხმევითა და მხარდაჭერით დღეს უკვე რეალობად იქცა “ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

გაზსადენი სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს ბუნებრივი აირით. გაზსადენის გზა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია. პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა