„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ დღეს, 10 ოქტომბერს
გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში, ვიცე- პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წლის საუკეთესო მეცნიერებს დააჯილდოებს. ამასთან, გამოვლინდებიან ფოტოკონკურსსა და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულები.
ღონისძიების დახურვის ცერემონიალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 18:00 საათზე შედგება.

















