logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
18:13 09.10.2017
განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო.

განათლების სამინისტროს ცნობით, კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულების ჩაბმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებისა და ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელების თანამშრომლობას ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.
მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და განაცხადის გაკეთების დროისთვის დასრულებული აქვთ სწავლა.
მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ და აკადემიურ განვითარებას. ერთობლივი პროექტების ფარგლებში კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია შექმნან საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7-ს. საპროექტო განაცხადში უნდა იქნეს მითითებული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი. პროექტის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტში შესაძლებელია ცენტრის იმ სტიპენდიანტების ჩართვა, რომლებსაც სწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ.
მცირე საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
 სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარება;
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური განვითარება;
 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი კვლევის წარმართვა.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში აკადემიური და ინსტიტუციური საპროექტო თემები შეირჩევა პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმებით.

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო განაცხადების მიღება მოხდება 9 ნოემბრის 19:00 სთ-მდე, თბილისის დროით. დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირები შეძლებენ ელექტრონული განაცხადის შევსებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში: https://app.iec.gov.ge/.
პროექტებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შეაფასებს საკონკურო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ ცენტრის კურსდამთავრებულები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეულ პროექტზე შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიძიონ დაფინანსების (ფულადი და/ან ნატურით) სხვა წყაროები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა