logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლიბერთი ბანკი კამპანიის „ევროპა სახლია“ მხარდამჭერი გახდა
ლიბერთი ბანკი კამპანიის „ევროპა სახლია“ მხარდამჭერი გახდა
16:02 09.10.2017
ლიბერთი ბანკი პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ ფარგლებში განხორციელებული კამპანიის „ევროპა სახლია“ მხარდამჭერი გახდა.

ლიბერთი ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული კამპანია ეხმიანება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციისშესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას 2017-2020 წლებისთვის. კერძოდ, ერთ-ერთ ძირითად გზავნილს:

“საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო უსაფრთხო და კონკურენტული გარემოს შექმნას”.
და შემდეგ ამოცანებს:

• საზოგადოებაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლოდინის მართვა;
• საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების უპირატესობის, სარგებლისა და შესაძლებლობის წარმოჩენა ქვეყნის მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები, ობიექტური ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

აღნიშნული კამპანია ხორციელდება პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ „ღია საზოგადოების ფონდების“ მხარდაჭერით 2017 წლის იანვრიდან ახორციელებს და რომლის ამოცანა არამხოლოდ უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა, არამედ, აგრეთვე, საქართველოდან წასული მიგრანტების უფლებების დაცვა, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და მონიტორინგი მიგრაციის სფეროში.

ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარზე მომსახურების ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი და 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამ კამპანიაში ჩართვით, ლიბერთი ბანკი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც თავისი ფინანსური საქმიანობიდან გამომდინარე მუდმივად ააჩართული ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მგრძნობიარე სეგმენტის (პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები ა.შ.) მომსახურების პროცესში, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების საქმეში და, ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური განათლების პროექტის პარალელურად, რომლის დაწყებასაც ლიბერთი ბანკი მიმდინარე წლის ნოემბერში აპირებს, უზრუნველყოფს უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
საწყის ეტაპზე, შეხვედრები გაიმართება ქვემო ქართლის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ერთ-ერთი ქალაქისა და შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობასთან, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ქვეყნის ამ ნაწილის ოკუპირებულ ტერიტორიას.
შემდეგ ეტაპზე, ინფორმაცია გავრცელდება ლიბერთი ბანკის მთელი ქსელის, ანუ ქვეყნის მასშტაბით.
კამპანიის ფარგლებში ლიბერთი ბანკის ტრენერები ჩაატარებენ შეხვედრებს, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს იხილონ ვიდეორგოლები უვიზო მიმოსვლის, არადოკუმენტირებული მიგრაციისა და რეინტეგრაციის შესახებ. ასევე, ლიბერთი ბანკის მომსახურების ობიექტებში უზრუნველყოფილი იქნება თემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურების დარიგება.

„ მოხარული ვარ, რომ, როგორც ლიბერთი ბანკის წარმომადგენელს, შემიძლია ჩავერთო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში. რთულია იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭო აღნიშნულ საკითხს, ვიდრე მას ისედაც აქვს. ვგულისხმობ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების, საქართველოდან წასული მიგრანტების უფლებების დაცვის საკითხსაც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ადამიანების უფლებების დაცვის, არამედ ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრის აღიარების ჭრილში. ლიბერთი ბანკი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც ჩაერთო ამგვარ კამპანიაში, თუმცა, იმედია ჩვენი მაგალითი მისაბაძი იქნება, რადგან პროგრესისკენ სწრაფვა გადამდებია. ძალზედ მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს - ევროპა მართლაც ჩვენი სახლია“ –განაცხადა ლიბერთი ბანკის კომერციული ოპტიმიზაციის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ ბაღათურიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა