logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი გაიმართა
თბილისში ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი გაიმართა
11:53 09.10.2017
„ქართული ღვინის კვირეული“ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით“ დასრულდა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

„ქართული ღვინის კვირეული ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. ღონისძიებები თბილისის გარდა ჩატარდა გურჯაანში, თელავსა და მარნეულში და დედაქალაქში ვასრულებთ კვირეულს ამ მნიშვნელოვანი კონკურსით, რომელიც მეოთხედ ტარდება და ყოველ წელს საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. მადლობა ყველას, ვისი მხარდაჭერითაც ტარდება ეს შესანიშნავი დღესასწაული“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოების ცერემონიაზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის „ივენთ ჰოლში“ გამართულ საზეიმო ცერემონიაში გამოვლინდა საუკეთესო წინანდალი, მუკუზანი, ხვაჭკარა, ქვევრის თეთრი ღვინო, ქვევრის წითელი ღვინო, საფერავი, უსახელოური, ჭაჭა და სულ 14 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები. კონკურსში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო მონაწილეობდა, მათ შორის, მცირე მარნები.

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები ენოლოგები და სომელიეები, “სახალხო ჟიურის“ წევრები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები იყვნენ სტივენ სპურიე, ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერის” კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი და შალვა ხეცურიანი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენის“ სამი კავალერი.

„ქართული ღვინის ორდენის“ ერთ-ერთი მფლობელი გახდა ღვინის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიოს ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ორდენი გადაეცა ასევე სტივენ სპურიეს, ჟიურის თანათავმჯდომარეს და „ახალი ღვინის ფესტივალს“, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ღვინის კლუბია.

დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება და თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემა მოხდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა