logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლიტვის დედაქალაქში თბილისობის დღესასწაული იზეიმეს
ლიტვის დედაქალაქში თბილისობის დღესასწაული იზეიმეს
23:16 08.10.2017
ლიტვის დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული აღნიშნეს. „თბილისობა ვილნიუსში 2017“ ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ლიტვაში რეკორდული რაოდენობის - ერთდროულად 1000 ხინკალი დამზადდა, რომლის მომზადებაშიც “თბილისობის” ლიტველი სტუმრებიც მონაწილეობდნენ.

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟდა - სკამები წარწერით „თბილისი“, ხოლო განახლებული თბილისის სახელობის სკვერს ძველი თბილისის პანორამა დაამშვენებს.

"თბილისობას ვილნიუსში 2017"-ს მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ და ქალაქ ვილნიუსის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ სიმონას გირდზიაუსკასმა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნა ქართული მინერალური და გამაგრილებელი სასმელები, ქართული ნობათი. ვილნიუსელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.

საქართველოს ელჩმა ღონისძიების საპატიო სტუმრებს გადასცა თბილისის საპატიო მოქალაქის სიმბოლურ სიგელები.

ღონისძიების ფარგლებში დაირგო ვაზის ნერგები. თბილისის სახელობის სკვერში მოსული სტუმრებისათვის ქართული და ლიტვური სიმღერები შეასრულეს ლიტვაში მოღვაწე ქართველი სტუდენტების მუსიკალურმა ჯგუფმა „საქართველო“.

ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წევრებმა ამირან კუპრავამ, მირაბ ფიფიამ, მერაბ ეფაძემ, ნესრე ბაცაშმა და ლიტველმა მხატვრებმა წარმოადგენეს საქართველოს თემატიკაზე მომზადებულ ნამუშევრები.

გაიმართა ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქ. კაუნასში არსებული „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლის“ ნამუშვრები და ლიტვურ ენაზე თარგმნილი - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა“, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, მასმედიისა და ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების მთავარი სპონსორია კომპანია „ბორჯომი“. ასევე ქართულ პროდუქციას წარმოადგენენ შემდეგი კომპანიები: ნატახტარი, ქართული სუნელები, ჩაი გურიელი, ზედაზენი და ლიტვაში არსებული ქართული რესტორანი „ფიროსმანი“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა