logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო“ გაიმართა
კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო“ გაიმართა
14:56 08.10.2017
„ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში, თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2017“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელები.
ფესტივალი 2014 წელს „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ დაფუძნდა და ტრადიციულად რთველის მიწურულს იმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ღვინის კულტურის, ქართული ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების გაცნობას, როგორც უცხოელი სტუმრების, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმნენ.
მინისტრის მოადგილემ კახეთის რეგიონის მოსახლეობას 2017 წლის წარმატებული რთველი მიულოცა.
„წლევანდელი რთველი წარმატებულად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, კახეთის მევენახეების შემოსავლებმა 125 მლნ ლრს მიაღწია. ის წარმატება, რომელიც ქართველმა ერმა მოიპოვა მევენახეობის დარგსა და ღვინის კულტურასთან მიმართებაში, გადაედება სხვა კულტურებსაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. მეღვინეობის დარგში ეს წარმატება უკვე დადგა, მომავალი წელი იქნება უკვე სხვა კულტურების წარმატების წელი“ - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი სამანიშვილმა მადლობა გადაუხდა „კახეთის მეღვინეთა გილდიას“ ფესტივალის დაფუძებისა და ორგანიზებისთვის.
„მევენახეები, მეწარმეები და ღვინის დამფასებლები ერთად აღნიშნავენ ღვინის დღესასწაულს. აქ წარმოდგენილია ძალიან ბევრი კომპანია და მოსულია ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი როგორც ადგილობრივი მკვიდრი, ასევე სტუმრები სხვა ქალაქებიდან და უცხოელი ტურისტები. საქართველოს სხვა მევენახეობის რეგიონებშიც გამოთქვა ბევრის ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა სურვილი, რომ მსგავსი ფესტივალები ჩაატაროს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას„- განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
ფესტივალი „თელავინო“ გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ქართული ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა