logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ნარმანია რიყის პარკში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
დავით ნარმანია რიყის პარკში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
16:31 07.10.2017
თბილისის მერი დავით ნარმანია რიყის პარკში, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

პირველად თბილისში, საგანგებოდ „თბილისობა 2017“-სთვის, 7 ოქტომბერს რიყის პარკში ფრანების ფესტივალი მოეწყო. ფერადი დროშებით შეიქმნა გამყოფი სივრცე ფერადი ფრანების ინსტალაციისთვის. ფესტივალისთვის გამოყენებული იყო სპეციალური მასალისგან დამზადებული პროფესიონალური ფრანები. მოეწყომასტერკლასები ბავშვებისთვის, ასევე ღონისძიებაზე დამსწრეებისათვის წარმოდგენილი იყო ფრანების შექმნის ისტორია.

თბილისობის დღესასწაულისთვის ევროპის მოედანზე თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები განთავსდა. დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები თავიანთი დამახასიათებელი კულტურული, კულინარიული, შემეცნებითი კუთხით იყვნენ წარმოდგენილები. მოეწყო მსუბუქი კონსტრუქციის პავილიონები, რომლებიც წარმოდგენილი ქვეყნების დროშებით გადაიხურა.

დეკორატიული ჩარჩოთი და დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების რუქით გაფორმებულ ეკრანზე, 7 და 8 ოქტომბერს, პარტნიორ და დაძმობილებულ ქალაქებთან დაკავშირებული ფოტოკოლაჟი გამოიფინება.

7 და 8 ოქტომბერს, 14:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები ჩატარდება ასევე ევროპის მოედანზე. მოეწყობა ქართული ცეკვის მასტერკლასი, სამეჯლისო ცეკვები, ინკლუზიური ცეკვის ნომრები და ტანგოს საღამო.

წარმოდგენილი იქნება შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, სამი ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მიუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, ცნობილი მოცეკვავეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით.

თბილისის მერმა ლეღვთახევის გვირაბში ფოტო გამოფენაც დაათვალიერა. გამოფენა მეიდან ჯგუფის და ქოლგა თბილისი ფოტოს ორგანიზებით, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილია „ფოტოფესტივალ ქოლგა თბილისი ფოტო 2017“-ის ნომინაციაში „ერთი კადრი“ გამარჯვებული ფოტოები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა