დასავლეთ საქართველოში თოვლის საფარმა უკვე 50 სანტიმეტრს მიაღწია, დიდთოვლობის
მიუხედავად ამჟამად ყველა ცენტრალური მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა. მოძრაობა თავისუფალია ზუგდიდი-წალენჯიხის გზის მონაკვეთზეც, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

















