ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
როგორც ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელიც პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში შეაქვთ.
მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღინიშნება.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.

















