მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 2018 წელს ხვამლის მთამდე
მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მოხდება.
პროექტზე რვა მილიონამდე თანხა დაიხარჯება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 16 კილომეტრიანი, ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზის მოწყობა, რაც ამ ლეგენდარული მთის მრავალრიცხოვან მომნახულებელს გადაადგილებას გაუადვილებს.

















