logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ელჩი ლიტვაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საქართველოს ელჩი ლიტვაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
14:14 05.10.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველ და ასევე ქართული ენის შემსწავლელი კურსის უცხოელ სტუდენტებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ელჩმა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიტვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ხათუნა სალუქვაძემ სტუდენტებს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ლიტვაში საქართველოს პოზიტიური იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების საქმეში.

უწყების ინფორმაციითვე, ელჩმა სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის, გამართული ღონისძიებების, საელჩოში სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო სერვისების შესახებ.
სასწავლო წლის დაწყება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ასევე მიულოცეს ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა მეილუტე რამონიენემ და ამავე ფაკულტეტის უცხოენების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რომა კრაუჩიუნიენემ.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სასწავლო კურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში 2015 წლის 21 სექტემბერს გაიხსა. ქართული ენის შესწავლის მსურველი ლიტველი სტუდენტები ეუფლებიან ქართულ ენას და ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და კულტურას. ლექციებს ყოველ წელს ათეულობით სტუდენტი ესწრება და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა