დაბა ხულოს საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზში მურმან თავართქილაძისა და გიორგი ბოლქვაძის
ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში გაიმართა.
ხულოს რაიონის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გუნდი „იმედი“ გავიდა, მეორე ადგილი გამგეობის ახალგაზრდულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამე - გუნდმა „მირაჟმა“ დაიკავა. ტურნირს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

















