logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართველი ექსპერტები საერთაშორისო შეჯიბრის მონაწილეებს შეაფასებენ
ქართველი ექსპერტები საერთაშორისო შეჯიბრის მონაწილეებს შეაფასებენ
10:33 05.10.2017
ქალაქ აბუ-დაბიში, 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს და საკუთარ წარმომადგენლებს შვიდ პროფესიაში წარადგენს.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამგზავრებამდე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა და მათმა პედაგოგებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დახმარებით, ხანგრძლივი მომზადების ეტაპი და სატრენინგო მოდული გაიარეს. შედეგად, მათი პროფესიონალიზმი Worldskills-ის ორგანიზატორების მხრიდან უმაღლესი ქულებით შეფასდა, რაც Worldskills-ის ბაზაშიც აისახა.
Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებს და მათ პედაგოგებს ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე შეხვდა და Worldskills Access Programme-ის წარმატების დაძლევისთვის, პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა, რითაც მათ საერთაშორისო ექსპერტების სტატუსი მიენიჭათ. ამ დოკუმენტით, პედაგოგებს მიეცათ შესაძლებლობა შეჯიბრის მონაწილე 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი შეაფასონ, გარდა იმისა, რომ მათ მონაწილე გუნდის წევრები მოამზადეს.
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაცია. 2012 წლიდან, საქართველო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით, არის WorldSkills International-ის წევრი და ყოველწლიურად იხდის საწევრო გადასახადს. ამ ეტაპზე WorldSkills International აერთიანებს 77 ქვეყანას. WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრებები პროფესიულ უნარებში ორ წელიწადში ერთხელ რომელიმე წევრ ქვეყანაში ტარდება. შეჯიბრება მიმდინარეობს ოთხი დღის განმავლობაში. მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 22 წლამდე. პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის WorldSkills შესანიშნავი პლატფორმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა