თბილისის საკრებულოს შენობაში დღეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გადაცემის
ცერემონია გაიმართება. ცერემონიაზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრება.
დაჯილდოვება 18:30 საათზე გაიმართება.

















